მარტოობა და იზოლაცია - ეს თანამედროვეობის დიდი პრობლემაა. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედოს, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.
სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეის ინჟინერებმა რობოტი “ფრიბო“ შექმნეს, რომელიც ახალგაზრდა მარტო მცხოვრებ ადამიანებს სოციალური იზოლაციის გადალახვაში ეხმარება. მოწყობილობა აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რითია დაკავებული ადამიანი დღის განმავლობაში სახლში ყოფნისას. ამ ინფორმაციის გადაცემა კი მეპატრონის მეგობრისთვისაც შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, მასაც ჰყავს „ფრიბო“. სხვა სახლის რობოტებისგან განსხვავებით, „ფრიბო“ არ ცდილობს სოციალური იყოს - პირიქით, ის მფლობელის სოციალიზაციის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი რობოტები მეგობრებთან ურთიერთბისთვის უნდა გამოვიყენოთ - მოწყობილობა მათ შორის ვირტუალურ სივრცეს ქმნის და შორს მყოფ ადამიანებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ერთ ბინაში იმყოფებიან.
„ფრიბოს“ ესმის სახლში ადამიანის მოსვლის თუ მაცივრის გაღების ხმა, ამას თავის კოლეგა რობოტებს ატყობინებს, რომლის მფლობელებსაც უნებურად უჩნდებათ კითხვა თუ რას აპირებს მათი მეგობარი.
„ფრიბოს“ შექმნელებმა პროექტი HRI 2018-ის კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს. რობოტის მფლობელ ახალგაზრდა ადამიანებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ფრიბოს“ მეშვეობით მეგობრებთან მიწერ-მოწერა უფრო ხშირად დაიწყეს.