იაპონურმა კომპანია Softbank Robotics-მა Smithsonian-იანის სამუზეუმო კომპლექსს 25 ჰუმანოიდი რობოტი უკვე გადასცა, რომლებიც ადამიანურ უნარ-ჩვევებს ფლობენ და წინასწარ განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ სტუმრებს ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშზე ინფორმაცია მიაწოდონ.
პირველ ეტაპზე, რობოტები ძირითადად ისეთ ადგილებში განთავსდენენ, სადაც ვიზიტორთა მცირე რაოდენობა გადაადგილდება.
რობოტის დამსახურებით ისეთ სექციებში, სადაც ვიზიტორთა ნაკლებობა შეინიშნებოდა, ახლა უკვე სტუმრების გაორმაგებული რაოდენობა გადაადგილდება. ვიზიტორთა მხრიდან ერთადერთი შენიშვნა ისაა, რომ რობოტს ინგლისურის გარდა სხვა ენა არ ესმის.