Facebook-ი სულ მალე კიდევ ერთ სიახლეს შემოგვთავაზებს და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ მომხმარებელს გაცნობის სპეციალური აპლიკაციით სარგებლობის საშუალებას მისცემს. სიახლის შესახემ მარკ ცუკერბერგმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა და ისიც დაურთო, რომ აპლიკაციით ადამიანებს გაცილებით უფრო პირადული ინფორმაციის გაცვლა შეეძლებათ, რისთვისაც Facebook-ის ცალკე პროფილები შეიქმნება, სადაც მომხმარებლები სასურველი მეწყვილის შერჩევას მარტივად შეძლებენ.
არასახარბიელო დამთხვევების თავიდან ასარიდებლად, პოტენციურ მეწყვილეებში Facebook-ზე არსებული მეგობრების სიიდან ვერცერთი ვერ მოხვდება.
სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად Tinder, Bumble, OkCupid, Match, Hinge და სხვები, აპლიკაციის მომხმარებლებს მხოლოდ ჩატის მეშვეობით შეეძლებათ ურთიერთობა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული გაცნობის აპლიკაცია Tinder-ია, დაველოდოთ შეძლებს თუ არა ახალი აპლიკაცია მასთან კონკურენციის გაწევას.