საფრანგეთში მოწყობილობა შექმნეს, რომელიც აეროფობებს ფრენის შიშის დაძლევაში დაეხმარება. ამისთვის ქალაქ ტულუზაში მდებარე საფრანგეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ყურსასმენების მსგავსი მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც მგზავრს ცხვირში დამამშვიდებელ სურნელს აწვდის.
როგორც გამომგონებლები განმარტავენ, ფრენის შიშის დაძლევის გარდა მოწყობილობის გამოყენება სტანდარტული ყურასმენის სახითაც არის შესაძლებელი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასიამოვნო სურნელი და მუსიკა მგზავრს დისკომფორტის დაძლევაში დაეხმარება.
მოწყობილობის გამოყენება ფრენამდე, 10 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული.