ნიდერლანდურმა კომპანიებმა Gumdrop-მა, Explicit Wear-მა და Iamsterdam-მა კედები შექმნეს, რომელთა ლანჩა გადამუშავებული საღეჭი რეზინით დამზადდა.
ფეხსაცმლის საწარმოებლად საღეჭი რეზინები ამსტერდამის ქუჩებში შეგროვდა. მისგან მზადდება სინთეტიკური კაუჩუკი, რომელსაც გრანულებად უშვებენ. შემდეგ მას ფეხსაცმლის ლანჩად ადნობენ.
კომპანია Gumdrop-ი ამტკიცებს, რომ გადამუშავებული საღეჭი რეზინი სიმკვრივით არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ კაუჩუკს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში ყოველწლიურად 1,5 მილიონი კილოგრამი საღეჭი რეზინა იყრება, რომლის მოსახვეტად ქალაქის ადმინისტრაცია მილიონობით დოლარს ხარჯავს. ეს იმ დროს, როცა 4 წყვილი კეტის დამზადებისთვის კომპანიას 1 კილოგრამი საღეჭი რეზინა სჭირდება.
გაყიდვები ივნისში დაიწყება და კედების ფასი 190 ევრო იქნება. ფეხსაცმელი ვარდისფერ და შავ-წითელ ფერებშია წარმოდგენილი.