Apple მალე კიდევ ერთ სმარტპროდუქტს შემოგვთავაზებს და ამჯერად ჭკვიანი სათვალით გაგვაკვირვებს. სათვალის პროდუქციაში ჩაშვება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი და ამ დროისთვის მისი კონცეფციის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც 60-მდე დიზაინერი მონაწილეობდა, უკვე დასრულებულია. ოფიციალური წყაროები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას თუ რომელ დიზაინზე შეჩერდა არჩევანი და აღნიშნავენ, რომ სიახლე განსაკუთრებით სასიხარულო გეიმერებისთვის იქნება.
კონკურსის გამარჯვებული 31 წლის რენა მორენოა ბრაზილიიდან, რომლის მიერ შექმნილი კონცეფციაც ვირტუალური რეალობით სრული სიამოვნების მიღების გარანტიას იძლევა.