ტესლას დამფუძნებელმა - ილონ მასკმა, გასულ კვირას ტვიტერით განაცხადა, რომ დღევანდელმა სამეცნიერო მიღწევებმა ადამიანის როლის არასათანადოდ დაფასება გამოიწვია. სავარაუდოდ მასკი ამ დასკვნამდე ბოლო დროს მის მიერ გამოშვებულმა ტესლას ახალი სედანის, Model 3-ის ელექტრო ავტომობილის გამო მივიდა, თუმცა ეს ფაქტი, ახალი გამოშვების მსურველთა სიაზე ნამდვილად არ ასახულა.
„ტესლას მოდელების გადაჭარბებული დოზით ავტომატიზირება შეცდომა იყო, უფრო კონკრეტულად კი, ჩემი შეცდომა“ - წერს ელონი.
როგორც CBS News-ი იუწყება, ტესლას Model 3 - პირველი მოდელია, რომელიც დანარჩენებთან შედარებით, ორჯერ იაფი ეღირება. შედარებით ხელმისაწვდომი ფასი კი ამ შემთხვევაში 35 000$-ია და მის შესაძენად უკვე ათობით ადამიანია რიგში, შესაბამისად, კომპანია გეგმავს წარმოება ყოველკვირეული გახადოს და თითო ჯერზე წარმოებული მოდელების რაოდენობა 5000 იქნება.
თუმცა, ჯერჯერობით ყოველ მომდევნო კვირას გამოშვებული ავტომობილების რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, რის მიზეზადაც ილონი კალიფორნიაში მდებარე ქარხანაში წარმოების დაგვიანებას ასახელებს.