იტალიურმა კომპანიამ Aviointeriors თვითმფრინავში დასადგომი ადგილების დიზაინი შეიმუშავა. ასეთი ადგილების მიზანი კი ის არის, რომ 20%-მდე გაიზარდოს თვითმფრინავში მგზავრთა რაოდენობა.
ახალ მოდელს Skyrider 2.0 ჰქვია და ის საერთაშორისო გამოფენაზე Aircraft Interiors Expo 2018-ზე წარადგინეს.
ამ ტიპის დიზაინი ჯერ კიდევ 2010 წელს იყო შემუშავებული, თუმცა მაშინ, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ეს იდეა უარყო.