ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ქალებს გაქურდვის ან გაუპატიურების საშიშროების დროს დაიცავს. ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარის განმარტებით, 911-ის გამოძახებისას, თქვენ იყენებთ აპლიკაციას ან ტელეფონზე რეკავთ, ამ ყველაფერს კი დრო მიაქვს.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებმა შექმნეს სამაჯური, რომელიც თავდასხმის დროს უერთდება სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით და სამაშველო სამსახურს უკავშირდება.
მოწყობილობა აფიქსირებს ადგილმდებარეობას და ასევე აანალიზებს სხეულის მდგომარეობას. გარდა ამისა, სამაჯური მაღალ სიგნალსაც გამოსცემს, რათა ირგვლივმყოფების ყურადღება მიიქციოს.