ვინც ახალი iPhone-ის ყიდვას აპირებს, შეუძლია ეს სხვის სასარგებლოდაც გააკეთოს. iPhone 8 - ს ახალი წითელი მოდელები გაყიდვაში 13 აპრილიდან ჩაეშვება. APPLE-მა ერთი წლის წინ, შიდსთან მებრძოლ ორგანიზაციებთან თანაშრომლობის წყალობით, სმარტფონების წარმოებაში წითელი ფერის ხაზი დაამატა. ყველა ვინც წითელი კორპუსის მქონე ტელეფონს შეიძენს, ავტომატურად ეხმარება დაავადებულ ადამიანებს. iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის ფასი 925 დოლარიდან იწყება და შემოსული თანხები შიდსით დაავადებული ადამიანების განმოსაჯანმრთელებლად გადაირიცხება.
კომპანიამ უკანასკნელი 11 წლის მანძილზე ამ დანიშნულებით უკვე 160 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა.