Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სენატის კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა, რომლის დროსაც კომპანიის აქციების ფასი $4-ით, კაპიტალიზაცია კი $19 მლრდ-ით გაიზარდა.
ცუკერბერგს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება მისთვის არასასურველ თემაზე, 87 მილიონი მომხარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვაზე, რომელმაც კომპანიის რეპუტაცია მკვეთრად შეარყია და აქციების ფასები 17.7%-ით დასცა. ცუკერბერგმა კვლავაც აღიარა შეცდომა სამომავლოდ უფრო დაცული სისტემის შექმნის პირობაც დადო.
ცუკერბერგმა შეძლო და მომხმარებელი და ინვესტორები პოზიტიურად განაწყო, სულ რამდენიმე საათში კი კაპიტალიზაციის მოცულობა $19 მლრდ-ით გაიზარდა. აქციების ფასი ბრიტანულ გაზეთებში გამოთქმული ბოდის წერილის შემდეგაც გაიზარდა, თუმცა ერთიც და მეორეც შედარებით დაგვიანებული აღმოჩნდა. Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰაგესმა, რომელმაც კომპანია 2007 წელს დატოვა, აღნიშნა, რომ გაოცებულია, რატომ არ მოხადინა ცუკერბერგმა ბრალდებებზე მყისიერი რეაგირება.
სკანდალამდე Facebook-ის კაპიტალიზაცია $537 მლრდ-ს აღწევდა, 2 კვირაზე ნაკლებ დროში $442 მლრდ-მდე დაეცა, ამჟერად კი $477 მლრდ-ს შედაგენს. 2004 წელს დაფუძნებულ სოციალურ ქსელს 2 მლრდ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.