2018 წლის ნიუ-იორკის ავტოშოუზე "სუბარუმ" 2019 წლის ფორესტერი წარადგინა.
ავტომობილს DriverFocus-ის ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მძღოლის მდგომარეობის ამოცნობა შეუძლია. ავტომობილი თავად დაგაკვირდებათ ხართ თუ არა კონცენტრირებული ავტომობილის მართვაზე.
თუ გზას სამი წამის განმავლობაში მძღოლი არ შეხედავს პროგრამა მას ხმოვანი სიგნალის საშუალებით გააფრთხილებს. რამდენიმე უშედეგო გაფრთხილების შემთხვევაში კი 2019 წლის ფორესტერი ნელ-ნელა, თავად დაიწყებს დამუხრუჭებას.
ავტომობილს მძღოლისთვის სასურველი შიდა ტემპერატურის, სკამის და სარკეების პოზიციის დამახსოვრება შეუძლია.