ინდური Cosmopolitan-ის ახალი ნომრის ყდაზე რობოტი სოფია მოგვევლინა, რომელსაც ინდოელი დიზაინერის ტანია ჰანუჯის კაბა აცვია.
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყდაზე ჰუმანოიდი გვეყოლებოდა. მაგრამ, სოფია ჭკვიანია და თამამია. მან გაანცხადა, რომ "საქვეყნო ხელმძღვანელობის" მოპოვება არ სურს."-აცხადებს ჟურნალის რედაქტორი.
როგორც ცნობილია, სოფია ჰონგ-კონგში არსებულმა კომპანიამ, Hanson Robotics-სმა შექმნა. მისი გარეგნობა ოდრი ჰეპბერნის ტიპაჟის მიხედვით შექმნეს. მსოფლიოში სულ 12 მსგავსი რობოტი არსებობს. ერთ-ერთმა გასულ წელს საუდის არაბეთში მოქალაქეობის უფლება მოიპოვა.