უნიკალური კლიმატური პირობების გამო საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA და SpaceX კოსმოსური მისიისთვის ძაღლებს შეარჩევენ,მის შესახებ ინფორმაციას ქართული ზოომაღაზიათა ქსელი „ზოომარტი“ ავრცელებს.
მისია "DogX 2019" ითვალისწინებს კოსმონავტებთან ერთად პირველი შინაური ცხოველის უსაფრთხო გაფრენას პლანეტა მარსზე.
"ზოომარტმა" NASA-სგან მიიღო პროგრამის ოფიციალური მასპინძლის აკრედიტაცია და ჩართული იქნება ცხოველის შერჩევის საორგანიზაციო საკითხებში სამუშაო დელეგაციასთან ერთად.
ცხოველების შერჩევა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება. უახლოეს პერიოდში კი გაიხსნება სპეციალური ქართულენოვანი ვებგვერდი, სადაც დაინტერესებული ადამიანები ამ მისიასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.