App Store-ში ახალი აპლიკაცია - Chatwatch-ი გამოჩნდა, რითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა WhatsApp-ის იუზერებს თვალყური ადევნოს და აპლიკაციაში მათი ბოლო აქტივობის შესახებ შეიტყოს.
როგორც დეველოპერები ამბობენ, ადამიანებს, რომელთაც მათი აქტივობის შესახებ სტატუსი WhatsApp-ში გამორთული აქვთ Chatwatch-ი მაინც დააფიქსირებს და შეატყობინებს მის მომხმარებელს როდის იმყოფებოდა WhatsApp-ის იუზერი ბოლოს პროგრამაში.
App Store-ში Chatwatch-ი $1.99 ღირს.