Google Maps-ის გამოყენება აქამდე მხოლოდ რამდენიმე ენაზე იყო შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ ინტერფეისს 39 ენა, მათ შორის ქართულიც დაამატა.
რუკა ხელმისაწვდომია სკანდინავიურ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აფრიკის ქვეყნების სხვადასხვა ენაზე, ასევე დაემატა სპარსული, ვიეტნამური, თურქული და ზულუს ენები.
განახლებული Google Maps-ი მსოფლიოში 1.25 მილიარდამდე ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ ენაზე წაიკითხოს რუკა და იხელმძღვანელოს მისით.