მასაჩუსეტსსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც გაუწყლოებულ ადგილებში მშრალი ჰაერიდან წყლის მოპოვებაში დაეხმარება ადამიანებს.
ასეთი რამდენიმე მოწყობილობა არსებობს, რომელიც ტენიანობის უმაღლეს დონეს ითხოვს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ წარდგენილი მოწყობილობა ტენიანობის მხოლოდ 10%-ს საჭიროებს.
გამოგონება არიზონას უნივერსიტეტის სახურავზე დატესტეს. ცდამ აჩვენა, რომ რეგიონში, სადაც მშრალი კლიმატია მოწყობილობამ 1 ლიტრის 1/4 წყალი მოიპოვა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ექსპერიმენტის დროს მოპოვებული წყალი სუფთა და დასალევად ვარგისიანი იყო.