ალბათ ათობით ფილმი გაქვთ ნანახი, სადაც გმირები მომავლის ქალაქებში მფრინავი მანქანებით გადაადგილდებიან. რამდენიმე კომპანიამ ამგვარი პროტოტიპები რეალურად შექმნა და მოდელები გამოფენებზე წარადგინა.
ჰოლანდიურმა კომპანიამ PAL-V იდეა როგორც იქნა, მომხმარებლებამდე მიიტანა - უკვე ყველა ჩვენგანს შეუძლია მფრინავი ავტომობილი შეიძინოს. PAL-V Liberty ჩვეულებრივი ბორბლიანი ავტომობილის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და პარიზიდან ბერლინში უკვე საკუთარი მანქანით გადაფრენას გთავაზობთ. ტრადიციული ტრასისთვის გაკუთვნილი მანქანა 10 წუთის განმავლობაში მფრინავ ტრანსპორტად იქცევა, რაც საცობებისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა.
ორადგილიანი ავტომანქანა მიწაზე 160კმ/სთ-ით დადის, ხოლო ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ა. თუმცა, მძღოლს მართვის მოწმობასთან ერთად, პილოტის ლიცენზიაც უნდა გააჩნდეს. ავტომობილი ორი დიზაინითაა წარმოდგენილი: Pioneer-ის ღირებულება 617 000 $-ია, ხოლო Liberty Sport-ის 369 000 $. ჯერჯერობით 90 ასეთ მოდელს გაყიდიან.