ქალთა მხარდაჭერის ორგანიზაციამ Creative Equals გადაწყვიტა, რამდენიმე ცნობილი კომპანიის ლოგოზე, სადაც მამრობითი სქესის წარმომადგენლის სილუეტია გამოსახული, ისინი ქალის სილუეტით ჩაენაცვლებინა. Creative Equals იმედოვნებს, რომ ამ ორიგინალური კამპანიის წყალობით, მსოფლიოს ყურადღებას გენდერულ თანასწორობაზე მიაპყრობს. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გრაფიკული დიზაინერების უფროსთა 89.5 პროცენტი მამაკაცია, რაც ბრენდის იდენტურობაზე ახდენს გავლენას.
Miss Pringles
Miss Monopoly
Miss Schwarzkopf
Miss Dreamworks
Miss Bic
Miss Bafta
Miss Oscar
წელს, "მაკდონალდსმა" ქალების მიმართ პატივისცემის გამოხატვა თავად გადაწყვიტა და ისტორიაში პირველად ლოგო ამოატრიალა
მას მიბაძა MTV-მაც