ფრანგულმა კომპანიამ Citroёn-მა ბრენდ ELLE-თან თანამშრომლობით ახალი სპეციალური მოდელი გამოუშვა. ეს მოდური ქალაქის ავტომობილი ექსკლუზიური ორფეროვანი კორპუსით ხასიათდება. ავტომობილს ELLE-ის ლოგო ამშვენებს.
ასევე აღსანიშნავია, ვარდისფერი ტონალობა, რომელიც მოდელს ხაზებად გასდევს. ზონები, რომლებსაც მძღოლი ეხება: საჭე და ბერკეტი - მაღალი ხარისხის ტყავითაა დამზადებული. სალონში კი ორიგინალური ხალიჩებია.