შშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში აცხადებენ, რომ მობილურ ტელეფონებზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს,თუმცა მკაფიო პასუხი ონკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, საკმარის მონაცემებს არ ემყარება.
მობილურ ტელეფონებს აქვთ არაიონიზებული რადიოსიხშირული გამოსხივება, რომლის გავლენაც ადამიანზე 100%-ით შესწავლილი არ არის. ეს ტალღები ბევრად სუსტია, ვიდრე იონიზებული გამოსხივება, რომელიც რენტგენული სხივების (ინფრაწითელი და გამა-გამოსხივების) მსგავსია და რომელსაც ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში შეღწევა და დეენემის სტრუქტურის შეცვლით უჯრედების დაზიანება შეუძლია.
იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და საფრთხეების შესახებ არაერთი კვლევ წარმოებს, სმარტფონების თავთან ახლოს დადება, მათ შორის ძილის წინ, რეკომენდებული არ არის.