ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი მოსაზრება გამოთქვეს, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ კოსმოსში გაშვებულ ავტომობილ Tesla Rodster-ს შეეხება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ის მარსს შეეჯახება დედამიწის ბაქტერიას პლანეტაზე გადაიტანს. ამან შესაძლოა ადგილობრივი სიცოცხლის განადგურება გამოიწვიოს.
სწორედ ამ მიზეზით, მთვარეზე ან მარსზე გასაგზავნი კოსმოსური ხომალდები სპეციალურად მუშავდება და სტერილიზაციას გადის, რაც ილონ მასკის კომპანიას არ გაუთვალისწინებია.
"თუ მარსზე ბიოლოგიური სიცოცხლე არსებობს, მაშინ რისკი საკმაოდ მაღალია, რომ ან ბაქტერიები ადაპტირდებიან ან კიდევ მარსის ,,წინააღმდეგ“ წავლენ. ჩვენ არ ვიცით, იქ რა ტიპის ბიოსფეროა "- ამბობს ექსპერტი ჯეი მელოში.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მძიმე კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy 6 თებერვალს, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა, მის ბორტზე კი ილონ მასკის პირადი ავტომობილი Tesla Roadster-ია, რომელშიც მისი გეგმის მიხედვით დევით ბოუის სიმღერა Space Oddity ისმის.
.