Escudo Web-მა შექმნა ანდროიდი სპეციალურად ბავშვებისთვის. ერთი შეხედვით სტანდარტულ ტელეფონს, ყველა ის ფუნქცია აქვს, რომლითაც მშობელი შვილის დისტანციურად გაკონტროლებას შეძლებს.
ანდროიდის მეშვეობით, მშობელს საკუთარი ტელეფონით შეუძლია ნახოს, რა აპლიკაციებზე წვდომას ცდილობს ბავშვი და სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, დაუბლოკოს მას აპლიკაცია ან მისცეს მასთან წვდომის საშუალება.
თუ ბავშვის ძილის დრო მოვიდა, მშობელს დისტანციურად შეუძლია, მისთვის ტელეფონის ეკრანი დაბლოკოს და მხოლოდ კბილის ჯაგრისის ნიშანი უჩვენოს, საჭირო ქცევა მიუთითოს.
ანდროიდი აღჭურვილია SOS-სიგნალითაც, რითაც ბავშვს დარეკვის ან შეტყობინების მიწერის ნაცვლად, მარტივი გზა აქვს, გაგზავნოს განგაშის სიგნალი.
ანდროიდი ესპანური სტარტაპია და შემქმნელებმა ის წელს, ბარსელონაში მობილურების საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინეს.