ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდს ფლობს, საერთაშორისო კონფერენციაზე Nokia 8110-ის ახალი ვერსია წარმოადგინა, რომელსაც ფორმით ბანანს ამსგავსებენ. განახლებული მოდელი ორ ფერშია წარმოდგენილი: შავი და ყვითელი. Nokia 8110-ის ოპერაციული მეხსიერება 4 გიგაბაიტია და დატენვის გარეშე 25 დღეს ძლებს. ასევე, მასძე შესაძლებელია ისეთი აპლიკაციების დაყენება, როგორებიცაა: Google Search, Google Map, Facebook და Twitter. ტელეფონის მომხმარებელს საკულტო "Snake"-ის თამაშიც შეუძლიათ.
ტელეფონის გაყიდვა 2018 წლის მაისში დაიწყება და მისი ფასი 97 დოლარი იქნება.
ორიგინალური მოდელი 1996 წელს გამოვიდა და 1999 წელს, ფილმი "მატრიცას" მეშვეობით საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა.