ციფრული სამყაროს რევოლუციონერს, კომპიუტერული პროგრამების გენიოსს, ადამიანს, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა რეალობა - სტივ ჯობსს 63 წელი შეუსრულდებოდა. iPhone, Ipad, iMac-ისა და iPod-ის შემქმნელი ზოგიერთს ინოვაციური იდეებით აღაფრთოვანებდა, ზოგს კი ავტორიტატულობით აღიზიანებდა. თავიდანვე კი ნამდვილად ნათელი იყო, რომ ჯინსებში გამოწყობილი „გაუპარსავი მეამბოხე“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ადამიანების რიგებს დაიკავებდა. მისი ბიოგრაფია ბევრ მეცნიერს, ამბიციურ მენეჯერს, გამომგონებელსა და მეწარმეს შთააგონებს.
წარმატებაზე: „დიდი საქმის გაკეთებისთვის ერთადერთი წინაპირობა არსებობს: უნდა შეიყვარო ის. თუ აქამდე არ მისულხართ-დაიცადეთ. არ მოკიდოთ ხელი ამ საქმეს. დაე, თავიდანვე გულმა გიკარნახოთ.“
„კარგი მხატვარები ქმნიან, გამოჩენილები იპარავენ, ნამდვილი მხატვრები კი შეკვეთას დროულად ასრულებენ.
ხასიათზე: მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც იცის თუ რას ნიშნავს დაკარგო მილიარდის მეოთხედი წელიწადში. ეს ძალიან კარგად აყალიბებს პიროვნებას.“
„იყო დრო როცა მეგობრების ოთახებში, იატაკზე მეძინა. ბოთლებს ვაბარებდი, რათა ვეგეტარიანული ბურგერი მეყიდა. ახლა, აქციებისა და რამდენიმე მილიარდის ფლობის შემდეგ, ჩემი ყოფა-ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ გეფიცებით, მე არ შევცვლილვარ.“
სამსახურზე: „მე არ ვენდობი კომპიუტერს, რომლის ადვილად დაჭერა არ შემიძლია.“
კონკურენტებზე: „Microsoft-ის ერთადერთი პრობლემა უგემოვნობაა. მათ საერთოდ არ აქვთ გემოვნება. საქმე არაა ორიგინალური იდეების დანაკლისში, უბრალოდ მაიკროსოფტის პროდუქტებში კულტურა არ იგრძნობა.“
თანამშრომლებთან ურთიერთობაზე: „მე შემიძლია დავითხოვო ადამიანი, შემდეგ კი დავურეკო და განვიხილო მასთან ერთად რაიმე პროექტი. წარსული არ მაღელვებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ აწმყო.“
ცხოვრების არსზე: „სიკვდილი ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა. ის ცვლილებების მიზეზია. ასუფთავებს წარსულს, რათა კარი გაუღოს ახალს.“
მხოლოდ მიზნის არსებობა მოუტანს ცხოვრებას აზრს და სიამოვნების შეგრძნებას. ის მოქმედებს არამარტო ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დიდხანს სიცოცხლეზე, არამედ გაძლევს ოპტიმიზმს ურთულეს მომენტებში.“
ფიქრი იმაზე, რომ მალე მოვკვდები, რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სხვისი აზრი, სიამაყე, შეცდომებისა თუ კრახის შიში-ყველაფერი ბათილდება სიკვდილის წინაშე. სიკვდილის მოახლოებაზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა გაექცე შესაძლო დანაკარგებზე მსჯელობას. გულის სახილს უნდა მისდიოთ.“