20 წლის ვარსკვლავი და კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელი Snapchat-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომხმარებელია. ცოტა ხნის წინ, კაილი ჯენერმა ტვიტერზე დაწერა, რომ აპლიკაციას აღარ ხმარობს. მეორე დღეს, კომპანიის აქციები 6.1 %-ით დაეცა, ხოლო საბაზრო ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
"აღარც თქვენ აღარ ხსნით Snapchat-ს? თუ მხოლოდ მე ვარ ასეთი? ეჰ, სამწუხაროა" - დაწერა კაილიმ და მოგვიანებით დაამატა: "მაინც მიყვარხარ Snap… ჩემო პირველო სიყვარულო".
Snapchat-ის აპლიკაციის დიზაინის ცვლილებას კრიტიკოსები ნეგატიურად შეხვდნენ, მომხმარებელთა ნაწილმაც ის წარუმატებლად მიიჩნია. 1.2 მილიონმა ადამიანმა ხელი ძველი დიზაინის დაბრუნებას მოაწერა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა აზრს მუდამ ითვალისწინებენ: "ჩვენ ვუსმენთ მათ და ვდილობთ სერვისი ყველასთვის მოხერხებული გავხადოთ."
კაილი ჯენერმა 2017 წელს 41 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში დაიკავა ადგილი. ასევე, ახალბედა დედა ინსტაგრამზე მიმდევართა ყველაზე დიდი რაოდენობით რიგით მეშვიდეა მსოფლიოში.