Google-ს შვილობილმა კომპანიამ Verily ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რაც თვალის გუგის სკანირებით გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებას გულისხმობს.
ტექნოლოგიას შეუძლია გამოითვალოს ასაკის, სისხლის წნევისა და თამბაქოს მოწევისადმი მიდრეკილება და აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებითმ გულის შეტევების რისკის პროგნოზირება მოახდინოს.
მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ, ახალი ტექნოლოგია ჯერჯერობით მზად არ არის იმისთვის, რომ რომელიმე კლინიკაში ტესტი გაიაროს, თუმცა ნათელი ხდება, რომ უახლოეს მომავალში გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სისხლის ანალიზის გარეშე გახდება ცნობილი.