დღეს, სმარტფონი ყველა ქალბატონის ერთგული ატრიბუტია, თუმცა მის გარდა კიდევ რამდენიმე გაჯეტია მნიშვნელოვანი, რომლებიც გოგონებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. ტექნიკური მიღწევებით ყველა ნივთი "ჭკვიანი" ხდება: ჭკვიანი სახლის დაპროექტებისას აუცილებელია თან "ჭკვიანი" დეტალები ვიქონიოთ.
#1 Fujifilm-ის პორტატული პრინტერი
მათთვის, ვისაც ვირტუალური ფოტოები მობეზრდა
მოწყობილობა სწრაფად დაბეჭდავს ფოტოებს მაღალი ხარისხით. ერთი კლიკით უკავშირდება სმარტფონს და დატენვის გარეშე რამდენიმე დღე ძლებს.
#2 წყლის მარეგულირებელი Sportline HydraCoach
მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს
წყლის დალევა კანის სიჯანსაღისთვისაც აუცილებელია. მოწყობილობა დაითვლის საჭირო რაოდენობას თქვენი ორგანიზმისთვის და მუდამ შეგახსენებთ, რომ გაგრილებაა საჭირო.
#3 ჭკვიანი სათვალეები Spectacles
მათთვის ვისაც წარმატებული კადრის გამოტოვება არ უნდა
მოწყობილობით stories გადაღება გაცილებით ადვილი ხდება. სათვალე იღებს ფოტოებს და ვიდეოებს და მოგვიანებით მათი ატვირთვა Bluetooth-ით ან WiFi-ით შეგიძლიათ. მოწყობილობა სათვალის გამწმენდი ქსოვილითაც იტენება.
#4 დამტენი Mi Smart
მათთვის ვისაც ყველაფერი ავიწყდება
მოწყობილობა უკავშირდება თქვენს სმარტფონს და მისი მეშვეობით სახლში ყველაფრის გამორთვა შეგიძლიათ.
#5 ელექტრონული ჯაგრისი LUNA mini 2
მათთვის, ვინც კანზე ზრუნავს
გაჯეტები, რომლებიც სახის გაწმენდასა და მასაჟში გვეხმარება, სახის მოვლას გაცილებით მოხერხებულს გახდის. ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ გაისუფთავოთ კანი და წაისვათ კრემი.