გასული წლის ბოლოს, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, გახმაურებული სერიალის "შავი სარკის" მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა. ტელეპროექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჯეტების გავლენას წარმოაჩენს. სერიას Hang the DJ მაყურებლის მხრიდან აღტაცება მოყვა, სიუჟეტის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს აპლიკაციის მეშვეობით ეცნობიან და იდეალური მეორე ნახევრის ძიებაში რამდენიმე მეწყვილესთან განსაზღვრულ დროს ატარებენ. პროექტის შექმნელებმა გადაწყვიტეს, მსგავსი სერვისი რეალურ ცხოვრებაშიც შეექმნათ.
აპლიკაციას Coach Dating ქვია, რომლის მეშვეობითაც რჩეულთან ურთიერთობის ხანგრძლივობის გაგებას შეძლებთ. გაუგზავნეთ ლინკი საყვარელ ადამიანს და ეკრანზე ვადა გამოჩნდება.
კომპიუტერის შემთხვევაში შეამოწმეთ საიტი: coach.dating