მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,Three minutes" (,,სამი წუთი") რეჟისორმა iphone X-ის კამერით გადაიღო. მას უკვე 2 მილიონამდე ნახვა აქვს.
ფილმი მატარებლის გამცილებელზეა, რომელიც ჩინეთის ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტს მიჰყვება. სამსახურის გამო ის შვილთან ერთად ახალი წლის შეხვედრას ვერ ახერხებს, მაგრამ მას ბაქანზე შეხვდება, სადაც მატარებელი მხოლოდ 3 წუთით ჩერდება...
Apple-ის საიტზე რეჟისორი პიტერ ჩანი გვიჩვენებს, თუ როგორ იღებდა კინოსურათს.
ჩინური ახალი წელი კი, შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს დადგება.