მუცელს 20 წუთი სჭირდება იმისთვის რომ ტვინს დანაყრება ამცნოს და ჭამა შეწყდეს, ის კი ვინც სწრაფად ჭამს, შესაბამისად ამ დროის მანძილზე მეტი კალორიის მოგროვებას ახერხებს.
,,ჰაპიფორკი“ თქვენს ულუფებს აკონტროლებს და განიშნებთ, თუ თქვენ ჭამის ტემპს აუჩქარებთ, ის აანალიზებს თქვენი კვების ჩვევებს და ინახავს ინფორმაციას, მას სმარტფონთან დაკავშირება შეუძლია.
ჩანგალი 15 დღის მანძილზე დაუტენავად მუშაობს, როგორც კი მას აღარ მოიხმართ ავტომატურად ითიშება.მისი ფასი 99 დოლარია.