სანამ apple მსოფლიო სადავეებს აიღებდა, მანამდე nokia-ს ტელეფონი ყველაზე მეტად პოპულარული იყო. ახლა კი ამ ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ნოსტალგია გაგვიღვიძოს და მობილურის ძველი მოდელის Nokia 3310-ის ახალი ვერსია შემოგვთავაზოს.
მას სმარტფონისთვის დამახასიათებელი ფუნქციები და მახასიათებლები ექნება, მაგალითად 4G, Wifi, კამერა, სხვადასხვა აპლიკაცია და კლასიკური (არა უსადენო) ყურსასმენები.
საწყის ეტაპზე ახალი მოდელი ჩინეთში გამოვა, თუმცა მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში ნოკია რაოდენობას გაზრდის.