იაპონური რობოტი ერიკა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. ის ხელოვნურ ინტელექტს ჟურნალისტების მიერ დაწერილი ტექსტების წასაკითხად გამოიყენებს.
ერიკას განვითარებული აქვს მეტყველების სისტემა და რამდენიმე ხუმრობაც კი აქვს დამახსოვრებული. მისი შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ერიკა ძალიან თბილი და მზრუნველი რობოტია და სულ მალე მას ცნობიერებაც ექნება, მომავალში რომ საკუთარი სურვილისა და ინიციატივის გამოთქმა თავად შეძლოს.
ერიკა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაფინანსების მქონე სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ერიკას ხელების მოძრაობა არ შეუძლია, თუმცა, ამის ნაცვლად შეუძლია განსაზღვროს საიდან მოდის ხმა და იცის ვინ უსვამს მას კითხვას. იყენებს 14 ინფრაწითელ სენსორსა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რისი დახმარებითაც ერიკას ოთახში ადამიანებისთვის თვალის გაყოლება შეუძლია.
ერიკა 23 წლისაა და ერთადერთი სურვილი, რაც მის შემქმნელებს აქვთ, არის ის, რომ ერიკამ დამოუკიდებლად იფიქროს და იმოქმედოს.