2018 წლის 31 იანვარს, 150 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიომ "სუპერმთვარე" იხილა: მოლურჯო და სისხლისფერ შეფერილობასთან ერთად, ამ ღამით მთვარე სრულიად დაბნელდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურში ფენომენალური სანახაობის მომსწრენი გახდნენ და მსოფლიოს ამ წერტილიდან ინტერნეტში საოცარი ფოტოები გავრცელდა.
ამერიკელმა ფოტოგრაფმა კი განსხვავებული და კრეატიული ფოტოები შემოგვთავაზა: მან მთვარის ფონზე მამა-შვილი გადაიღო. იმისთვის, რომ მთვარის ფაზები დაეფიქსირებინათ, გუნდმა 50 საათი იმუშავა.