იანვრის დასაწყისში, ლას ვეგასში ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მსხვილმა კომპანიებმა ნამუშევრები წარმოადგინეს და მომხმარებლებთან ერთად, საკუთარი კოლეგების გაოცებაც შეძლეს.
ზოგიერთი ნივთის სახლში წაღება მოგინდებათ, ზოგზე კი გაგიჩნდებათ კითხვა, დაიმკვირდებს თუ არა ის ადგილს ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში?
კომპანია ,,ინტელმა“ უზარმაზარი კვადროკოპტერი წარმოადგინა, რომელსაც ტაქსის ფუნქცია ექნება.
10. მფრინავი ტაქსი
კომპანია ,,ინტელმა“ უზარმაზარი კვადროკოპტერი წარმოადგინა, რომელსაც ტაქსის ფუნქცია ექნება.
მეტიც, მისი გამოძახება ნებისმიერ მომენტში მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი. მასობრივ წარმოებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს, მისი ტრანსპორტად გამოყენებისთვის ხომ უამრავი ნებართვა იქნება საჭირო.
9. უპილოტო ელექტრომობილი
,,ტოიოტამ“ პარტნიორებთან ერთად ელექტრომობილი წარმოადგინა., რომელსაც პილოტი არ სჭირდება. ეკოლოგიური მიკროავტობუსი ხალხის გადაადგილებისა და დიდი რაოდენობით ტვირთის გადასატანად იმუშავებს. ის 2020 წლისთვის წარმოებაში ჩაეშვება.
8. ჭკვიანი მოტოციკლი
,,იამაჰამ“ მოტოციკლის მოყვარულთა ოცნება აახდინა. ახალი მოდელი არასდროს ,,ეცემა“, ის ასევე თავად ახდენს პარკირებას და მიემართება მისი მფლობელისკენ.
7. რობოტ-ემპათია
,,ჰონდამ“ რობოტ–ემპათია შექმნა. მას შეუძლია განასხვაოს ადამიანური ემოციები და ის თავადაც განიცადოს. მას ცრემლებიც სდის და გაღიმებაც შეუძლია, რათა რობოტთან მეგობრული სელფის გადაღება შეძლოთ. ის სასიამოვნო, მსუბუქი მატერიისგან შექმნეს და რთულ წუთებში ჩაგეხუტებათ კიდეც.
6. გაჯეტი ძილის ანალიზისთვის
,,ნოკიამ“ თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით სასარგებლო გაჯეტი შექმნა. ის ბალიშის ქვეშ უნდა მოათავსოთ how long does it take for viagra to work და სმარტფონის დახმარებით თქვენი ძილის ანალიზირებას შეძლებს, შემდეგ კი დადებს დასკვნას, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ძილის ხარისხი გაიუმჯობესოთ და აღარ იგრძნოთ ქრონიკული დაღლილობა.
5. რობოტი ძაღლი
,,სონიმ“ რობოტი ძაღლების სერიის ახალი , გაუმჯობესებული მოდელი შექმნა - ეს აიბოა. მისი გარეგნობა დაიხვეწა, ახლა თვალის დახამხამებაც შეუძლია. ის ცნობს საკუთარ მფლობელს, უსმენს მას და ასრულებს მითითებებს. როგორც მისი შემქმნელები გვარწმუნებენ, აიბო იმ ოჯახს ემოციურადაც უკავშირდება, სადაც ცხოვრობს. გამოგონება იდეალურია მათთვის, ვისაც ძაღლი სურს, თუმცა არ აქვს დრო, რომ მას მოუაროს. ღირებულება 1700 დოლარია.
4. ტელევიზორი
,,სამსუნგმა“ ახალი ტელევიზორი გამოუშვა. მფლობელს სასურველი სურათის ზომისა და რეზოლუციის თავად შეცვლა შეუძლია, ხარისხი კი რჩება უცვლელი. ჯერჯერობით უცნობია ტექნიკის ფასი.
3. გასახდომი ყურსასმენები
ინოვაციური მიგნება გახდომის მსურველებისთვის კომპანია Modius–ისგან. სპეციალური უკაბელო ყურსასმენები ტვინს სიგნალს უგზავნის, ის კი ამას რეალურ ფიზიკურ დატვირთვად აღიქვამს და ცხიმებს წვავს. ის ამ წელს გამოვა და მისი ფასი 300 დოლარი იქნება. სპორტი კი აქტუალობას მაინც არ დაკარგავს.
2. გაჯეტი თმის მოვლისთვის
ცნობილი ბრენდი Schwarzkopf –ის მიერ შექმნილი ახალი გაჯეტი თქვენი თმის სტრუქტურას აანალიზებს, ადგენს მის ბუნებრივ ფერს და გთავაზობთ მისი მოვლისთვის საუკეთესო საშუალებებს. ეს საუკეთესოა მათთვისაც, ვინც ვერ ახერხებს თმა სასურველ სიგრძემდე გაიზარდოს.
1. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მწარმოებელი Tetra წყლის გაცხელების ინოვაციურ სისტემას იყენებს. ისინი ირწმუნებიან, რომ რეცხვის ერთი ციკლი მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს. დამატებით კი მოწყობილობა შეგიძლიათ ორთქლზე მოსამზადებლად გამოიყენოთ ან საკვების დეზინფექცია მოახდინოთ.