რობოტი სახელად ფაბიო სამსახურიდან გათავისუფლებულია! მიზეზი მისი უადგილო ხუმრობა გახდა. შოტლანდიური სუპერმარკეტის ქსელმა Margiotta Food & Wine-მა მიიჩნია, რომ ის ასევე ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს.
ფაბიოს მოვალეობა მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა იყო. როცა მათ რომელიმე პროდუქტი აინტერესებდათ, ფაბიო მათ პოვნაში უნდა დახმარებოდა. კითხვაზე - სად არის რძე? –რობოტი პასუხობდა, რომ მაცივარშია, თუმცა არ ამბობდა, სად დგას მაცივარი. ზოგიერთი კლიენტი კი პასუხს საერთოდ ვერ იღებდა.
თანდათანობით მყიდველები ფაბიოსთან კითხვის დასასმელად აღარ მიდიოდნენ და ხელმძღვანელმა ფაბიოსთან მუშაობაზე უარი განაცხადა. როდესაც ამის შესახებ რობოტს შეატყობინეს, მან იკითხა -,,რამე ვაწყენინე უფროსს?“.რობოტი ისევ სამეცნიერო ცენტრ Heriot-Watt-ში დააბრუნეს.