ადამიანები დაუსრულებლად კამათობენ იმაზე, აჯობა თუ არა ელექტრონულმა ვერსიამ წიგნს. ერთის მხრივ, ელექტრონული წიგნები გაცილებით კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, სქელყდიანი წიგნის მაგივრად, თუმცა თვალების ჯანმრთელობაზე გარკვეული ნეგატიური გავლენა აქვს. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც უფასო წიგნებს ან მათთან დაკავშირებულ ინფორმაციებს გაწვდით.
#1 BOOKMATE
ერთ-ერთი საუკეთესო და ხარისხიანი აპლიკაცია: ის არამარტო კითხვაში გეხმარებათ, არამედ ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც საკუთარი წიგნების თაროს შექმნით, მოიწონებთ ციტატებს და ყურადღებას მიაქცევთ რას კითხულობენ თქვენი მეგობრები. აპლიკაცია თქვენს ინტერესებს ითვალისწინებს და წიგნებსაც გირჩევთ.
#2 LITRES
ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული ბიბლიოთეკა - აქ უამრავ წიგნს ნახავთ, მათ შორის ბევრ უფასო წიგნს.
#3 EBOOX
აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტს გახსნით.
#4 LIVELIB
უფასო წიგნების მისაღებად მხოლოდ დარეგისტრირებაა საჭირო.
#5 GOODREADS
კიდევ ერთი სოციალური ქსელი წიგნების მოყვარულთათვის. მას წვდომა აქვს ფეისბუქთან და ტვიტერთან და სიახლეების გაზიარება ამ პორტალებზეც შეგიძლიათ. აპლიკაცია ცოდნის შესამოწმებლად ვიქტორინებსაც გთავაზობთ.