"მსოფლიოს ყველაზე თხელი ნოუთბუქი კიდევ უფრო თხელი გახდა"-გვატყობინებს ცნობილი კომპანია. ახალი Swift-ის სისქე სულ რაღაც 8,98 მილიმეტრია, პროცესორი Intel Core i7, ხოლო მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათამდე გრძელდება. დიაგონალი 14 დიუმია, გაფართოება კი ისევ და ისევ მაღალი ხარისხის Full HD.
ასევე მოწყობილობაში აქცენტი ინტერნეტის სიჩქარეზეა გაკეთებული. Swift 7-ს 256 გბ მეხსიერება აქვს და კორპუსი მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული.
ნოუთბუქი ევროპაში აპრილიდან გაიყიდება და მისი ფასი 699 ევრო იქნება.