2018 წლის საერთაშორისო ტექნიკის შოუზე კომპანია Myant-მა Skiin-ზე შეკვეთების მიღება დაანონსა: ეს არის "ჭკვიანი" საცვლები და ბიუსჰალტერები, მაღალტექნოლოგიური თეთრეული, რომელიც თქვენს სხეულზე ზრუნავს და "ჭკვიან სახლსაც" კი მართავს. ტექნოლოგია Google-სა და Levi"s-ის "ჭკვიანი" ქურთუკის ანალოგიურია: ქსოვილში ბევრი სენსორია და თითოეული ელემენტი თეთრეულიდან ადვილად იხსნება რათა მათი დატენვა მოხდეს.
Skiin-ში დამონტაჟებული სენსორები გულისცემას, სხეულის ტემპერატურას, წნევას და ორგანიზმში ცხიმის ხარისხს აკონტროლებს. სენსორები რეგულარულად ახდენენ ამ ყველაფრის ანალიზს და შეგროვებული ინფორმაცია თქვენს სმარტფონში გადმოწერილ აპლიკაციაში აისახება.
კომპანიის განცხადებით, პროდუქტი უკვე ახდენს "ჭკვიან სახლთან" ინტეგრაციას. მაგალითად, მას ავტომატურად შეუძლია ბინაში ტემპერატურის რეგულაცია სხეულის ტემპერატურის მიხედვით. ასევე, თქვენს ხასიათზე დაყრდნობით ის ავტომატურად მოახდენს მუსიკის მიმდევრობის ფორმირებას. სამომავლოდ, საცვლები ინტეგრაციას თამაშებთანაც მოახდენს, რათა თამაშების სირთულე მოთამაშის სტრესის დონეს შეუსაბამოს.