ცნობილი სტრატეგიული თამაში Civilization VI's Rise and Fall expansion სულ რაღაც ერთ თვეში გამოვა, მანამდე კი კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თამაშს ახალი ცივილიზაცია - საქართველო შეემატა. თამაშს ოქროს ხანის მმართველი, თამარ მეფე გვაცნობს და ქვეყნის უნიკალურ გეოპოლიტიკურ სტატეგიაზე საუბრობს.
პირველ თრეილერში ვხედავთ, რომ საქართველოს უნიკალური ნაგებობა არის ციხე. მოქმედებებიც სწორედ მის გარშემო ვითარდება. უნიკალური ერთეული კი ხევსურეთი, რომლის მებრძოლებიც ცულით, ფარით და ხმლით არიან შეიარაღებულნი.
თამაში PC-სთვის 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა და მასში 7 სხვა ცივილიზაციაც შედის, მათ შორის მონღოლეთის და ჰოლანდიის.