ახალი წლის სამზადისისას არსებობს რამდენიმე გარდაუვალი ტრადიცია, რომელიც ამ პერიოდს განსაკუთრებულად აქცევს: საახალწლო საჩუქრები, სახლის დეკორაციები, მორთული ქალაქი და საახალწლო ბაზრობები და კოკა-კოლას სარეკლამო კამპანია, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია. გთავაზობთ კომპანიის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებულ სარეკლამო რგოლებს, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის და შობისთვის შეიქმნა.
Coca Cola – Christmas 2018 – Holidays are Coming (Official)
The real thing
ეს სარეკლამო რგოლი გამოსვლის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ პირველი რაც კოკა-კოლასა და ახალ წელზე გვახსენდება კოკა-კოლას მოგზაური სატვირთოებია.
Spreading the love
ამ სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ სულ მცირე სიკეთითაც კი შეიძლება ადამიანების გაბედნიერება.
Singing in harmony
1970 წელს გადაღებული სარეკლამო რგოლი, სადაც ადამიანები საახალწლო ნაძვის ხეს არაორდინალურად აკეთებენ.
Wish upon a star
1986 წელი, კოკა-კოლა ყველა სურვილის ასრულებას გვისურვებს, მათ შორის სანტასაც, რომელსაც ახალი წლის ღამეს ყველა საჩუქრის დარიგება სურს.
Polar bears vs penguins
რა შეიძლება იყოს იმაზე გასაოცარი, როდესაც კოკა-კოლას ბოთლი პიგვინებსა და პოლარულ დათვებს ახვედრებს ერთმანეთს საახალწლო წვეულებისთვის.
A world of fantasy
2007 წელს გამოსული რეკლამა მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ, რომ ერთი შეხედვით უბრალო მოვლენის უკანაც კი შეიძლება გასაოცარი სამყარო იმალებოდეს.
Breakdown service
1992 წელს გადაღებულ სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია სანტა, რომელსაც დახმარება სჭირდება, მას კი მხოლოდ კოკა-კოლა დაეხმარება.
Christmas Coke Bottles Caroling
1959 წლის სარეკლამო რგოლი, სადაც საშობაო სიმღერას კოკა-კოლის ბოთლები ასრულებენ.