დუბაის პოლიციამ მანქანის მძღოლი დააჯარიმა, რომელსაც ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ავტომობილის ტარებისას ჰქონდა ჩართული. ჯარიმა შესახებ მძღოლს პირდაპირ კომენტარების საშუალებით შეატყობინეს. დუბაის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ისინი დააჯარიმებენ ყველას, ვინც მოძრაობის წესებს დაარღვევს: „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შეტყობინება, რომ საავტომობილო გზაზე კაცი მართავდა მანქანას და თან ვიდეოს იღებდა ინსტაგრამზე. ჩვენ შევამოწმეთ მისი ექაუნთი და თავად ვნახეთ ვიდეო, რის შემდეგაც გავაფორმეთ კანონდაღვევა“ - ჰყვება დეპარტამენტის უფროსი.
ავტომობილის მძღოლმა თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ სმარტფონი მართვის პანელზე იყო მიმაგრებული და ხელს არ უშლიდა. თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ მას ყურადღება გაფანტული ჰქონდა კომენტარების წაკითხვისას.