ყოველ წელს ზამთარში, სპეციალურად საშობაო თემატიკაზე, განწყობის ასამაღლებლად იქმნება უამრავი ფილმი, სიმღერა, ახალი დეკორაციები და ამ საერთო მხიარულებას არც სარეკლამო კომპანიები და ცნობილი ბრენდები ჩამორჩებიან - ისინი ყოველწლიურად გვთავაზობენ საკუთარ, ორგინალურ და ლამაზ სარეკლამო რგოლებს, რომლებიც მხოლოდ ერთ სეზონზე არ არის გათვლილი და დიდი ხნის განმავლობაში გვილამაზებს ამ ჯადოსნურ დღეს.
Tommy Hilfiger
კომპანიის სარეკლამო რგოლი შესაძლოა ერთგვარ ინსპირაციადაც კი იქცეს თქვენი სახლის მორთვისას ან მაგიდის გაფორმებისა.
Coca-Cola
კოკა-კოლას ყოველთვის გამორჩეულად აქტიური საახალწლო კამპანია აქვს.
Jacobs MONARCH
ბავშვობაში ყველას გვიოცნებია სანტასთან პირადად შეხვედრაზე, Jacobs MONARCH-ის რეკლამაში კი ეს მოახერხეს.
Dior
კომპანიის საახალწლო ვიდეო არ გამოირჩევა ორგინალური სიუჟეტით, თუმცა მისი ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა.
John Lewis
ითვლება, რომ ბავშვებს შეუძლიათ იმის დანახვა, რისი დანახვაც არ შეუძლიათ უფროსებს, კომპანიის სარეკლამო რგოლებიც სწორედ ამის შესახებაა.
Dolce&Gabbana
დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ცხორებას იუმორით უყურებენ და ეს არა მხოლოდ ბრენდის კოლექციებში, არამედ მათ სარეკლამო რგოლშიც კარგად ჩანს.
Sainsbury's
ამ ვიდეომ ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა: თბილ სარეკლამო რგოლში ბრენდი გვახსენებს, რომ ყველა სიძნელის გადალახვა შესაძლებელია, თუ გარშემო საყვარელი ადამიანები გვყავს.
H&M
Cartier
Tiffany & Co.