Bloomberg-ის ინფორმაციით კომპანია Apple უნივერსალური მაღაზიის App Store-ის შექმნას გეგმავს, სადაც სმარფონისთვის, პლანშეტებისთვის და კომპიუტერებისთვის იქნება აპლიკაციები. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ეს ინიციატივა გაამარტივებს კომიუტერებისა და გაჯეტების კონტაქტს.მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ App Store-ში სხვადასხვა მოწყობილობების დახმარებით, სადაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ექაუნთით შესვლა.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია iMac-ის მომხმარებლების ჩივილებთან, რომელთაც ახალი აპლიკაციების გადმოტვირთვა უძნელდებათ. Apple-ის უნივერსალური მაღაზიის შექმნა 2018 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.