კომპანია Workhorse-მა სამგზავრო დრონი SureFly წარმოადგინა, რომელიც თავის პირველ გაფრენას ლას-ვეგასში 8 იანვარს განახორციელებს. აპარატს შეუძლია 180 კილოგრამის ტვირთის გადატანა, იმართება 8 დამოუკიდებელი პროპელერის საშუალებით და ემყარება ჰიბრიდულ მართვის სისტემას. კომპანიის განცხადებით აპარატის პირველი ვერსიას პილოტი მართავს, თუმცა ისინი გეგმავენ ისეთი დრონის გამოგონებას, რომელსაც პილოტი არ დასჭირდება. SureFly შეუძლია 112 კმ/სთ-ს განვითარება. ის კონკრეტული კლიენტის დაკვეთით არ შექმნილა. კომპანია იმედნოვნებს, რომ კლიენტები ამ ახალი აპარატით გამოფენაზე დაინტერესდებიან.