თქვენს სმარტფონებზე ან ტაბლეტებზე სწორი აპლიკაციის ჩატვირთვა ცხოვრებას ძალიან გაგიმარტივებთ. თანამედროვე აპლიკაციები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ჯანმრთელობა, ბიუჯეტი, დავისვენოთ კარგად და შეიძლება ითქვას, რომ კარგი აპლიკაციები კარგ პირად მდივანსაც კი უტოლდება. გთავაზობთ იმ აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც ცხოვრების გამარტივებაში და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
1. Bill.com (უფასოა iOS-სა და Android-სთვის)
„ამ აპლიკაციის გამოსვლის შემდეგ ჩვენი ყველა ქსელი გადავიდა ავტომატურ რეჟიმზე და ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს დროულად ვუხდით ფულს“ - მეთიუ ტილმანი, კომპანია Haven-ის დამფუძნებელი.
2. Accompany ( უფასოა iOS-სთვის)
„ყველა მნიშვნელოვან შეხვედრისთვის ვაკეთებდი ჩანაწერებს, ამ აპლიკაციის დახმარებით კი მე ავტომატურად ვიღებ სასურველ ინფორმაციას ნებისმიერ ადამიანზე.“ - რაიან სმიტი, კომპანია FTSY-ის დამფუძნებელი.
3. Oprah and Deepak's 21-Day Meditation Experience (უფასოა iOS-სა და Android-სთვის)
„ეს აპლიკაცია ძალიან მეხმარება გონების მოკრებასა და მედიტაციის ხელოვნების სწავლაში. ახალ-ახალი სტატიების მოძიების ნაცვლად მე ამ აპლიკაციას ვიყენებ, ის საშუალებას მაძლევს მოვისმინო მედიტაციისთვის საჭირო ხმები მაშინ, როცა გარშემო ქაოსია.“ - ჯენის ტეილორი, კომპანია Mazu-ს დამფუძნებელი.
4. Boomerang for Gmail (უფასოა iOS-სა და Android-სთვის)
„ეს აპლიკაცია მეხმარება მეილების მოწესრიგებაში, მე შემიძლია გავაგზავნო კონკრეტული მეილი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უკან დამიბრუნდება და თავს შემახსენებს“ - დერიკ ფუნგი, კომპანია Drop-ის წარმომადგენელი.
5. Oura Ring (უფასოა iOS-სა და Android-სთვის)
„ეს აპლიკაცია მეხმარება ძილის მოწესრიგებასა და აფიქსირებს ჩემს ყოველდღიურ აქტივობებს.“ - ავრამ მილერი, Intel Capital-ის თანადამფუძნებელი.
6. Podcast Addict (უფასოა Android-სთვის)
„ეს აპლიკაცია არის საუკეთესო გზა ჩემთვის, რომ არ გამოვტოვო ჩემთვის პროფესიულად და პიროვნულად საინტერესო სტატიებს. ეს არის საუკეთესო აპლიკაცია, რაც აქამდე შემხვედრია.“ - დივ ბანსალი, კომპანია AccountantsWorld-ის მარკეტინგის უფროსი.
7. Linkedin (უფასოა iOS-ის, Android-ის, Windows Phone-ის, desktop-ის და web-სთვის)
„Linkedin-ის ყოველდღიურად ვიყენებ. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ამ აპლიკაციის დახმარებით ვიღებ.“ - მარკ ბორზიკოვსკი, Vector Media-ს წარმომადგენელი.
8. Shazam (უფასოა iOS-ის, Android-ის, Windows Phone-ის, desktop-ის და web-სთვის)
„მეგობრებთან ყოფნისას, ან სადმე ბარში ყოველთვის ვისმენთ მუსიკას, რომელიც აქამდე საერთოდ არ გვსმენია. მოგეწონა სიმღერა? დააშაზამე.“ - კრის მოლნარი, კომპანია Goodlife Clothing-ის წარმომადგენელი.
9. Google Drive (უფასოაiOS-ის, Android-ის, Windows Phone-ის, desktop-ის და web-სთვის)
"Google's Drive-ის აპლიკაცია მეხმარება როგორც ბიზნესის მართვაში ასევე პირად ცხოვრებაშიც“ - ჯორჯ ვრაბეკი, კომპანია ActionArmor-ის პრეზიდენტი.
10. DisneyNOW (უფასოა iOS-ის, Android-ის და Apple TV-სთვის)
„ამ აპლიკაციას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს, რადგან ის აბედნიერებს ბავშვებს, ბედნიერი ბავშვები კი მე მაბედნიერებენ. ისინი თავის საყვარელ შოუებს უყურებენ iPad-სა და Apple TV-ზე.“ - ერიკ შაპირო, კომპანია ArcTouch-ის დამფუძნებელი.