ტეილორ სვიფტმა სოციალური ქსელებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც პარასკევს, 15 დეკემბერს გამოვიდა და მას The Swift Life ჰქვია. „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, ჩვენ შეგვიძლია ასე ვისაუბროთ“ დაწერა აპლიკაციის პირველ პოსტში მომღერალმა, რომელსაც გვერდს საკუთარი კატა ოლივია უმშვენებდა.
ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ტეილორმა თაყვანისმცემლები The Swift Life-ში მოიწვია: „The Swift Life ხელმისაწვდომია App Store-ში. იქ შევხვდებით!“
უფასო აპლიკაციის მთავარი მიზანია, გაავრცელოს ინფორმაციები სპეციალურად ტეილორის ფანებისთვის, პორტალზე მომღერლის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ მიიღონ და გაავრცელონ ექსკლუზიური ვიდეოები, სურათები და ახალი ამბები. ამას გარდა ტეილორმა საკუთარი ემოჯის ნაკრებიც შექმნა.