საშობაო განწყობას არამხოლოდ ფილმები, არამედ რეკლამებიც გვიქმნის. ხშირად ამაღელვებელი ვიდეორგოლები საოცრებათა სამყაროში გვანაცვლებს და საახალწლო ხასიათზე გვაყენებს: გვიბიძგებს კვლავ დავიჯეროთ სასწაულების და ერთმანეთი თუნდაც უმნიშვნელო ქმედებებით გავახალისოთ.
#1 John Lewis
John Lewis-ს ყოველთვის შთამბეჭდავი საშობაო რეკლამები აქვს, რომლებიც მაყურებელს თვალებს ხშირად უცრემლიანებს.
#2 Asda
სუპერმარკეტების ქსელმა Asda-მ საშობაო რგოლი კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფილმს "ჩარლის და შოკოლადის ქარხანას" მიუძღვნა: სიუჟეტი ანალოგიურია, უბრალოდ ტკბილეული არამხოლოდ პატარებს, არამედ მთელს ოჯახს ხვდება.
#3 Amazon
"ამაზონის" საშობაო რეკლამის სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: "ყველა ცეკვავს და ყველა მღერის!"
#4 ВВС
#5 Debenhams
ტანისამოსის ონლაინ მაღაზიის საშობაო რეკლამა "კონკიას" მოგაგონებთ. ყველაზე რომანტიკული ისტორია ახალი ხედვითაა წარმოდგენილი.
#6 Barbour
Barbour-ის ახალი საშობაო რგოლი შარშანდელი რეკლამის ისტორიას აგრძელებს. ბილი და მისი თოვლის კაცუნა ინტერნეტს კვლავ იპყრობენ.
#7 M&M's
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც M&M's-ის შოკოლადის ბურთულების დანახვისას, თოვლის ბაბუას რეპლიკის "ის არსებობს" წარმოთქმისას გული წაუვიდა.
#8 David Jones Store
ბატონი ორცხობილა ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს ეძებს.
#9 Heathrow
დრო მიქრის, რეკლამის გმირი დათუნიები კი აეროპორტში კვლავ საყვარლები არიან.
#10 Very.co.uk
საუკეთესო საჩუქრები ხვდებათ მათ, ვისაც ჩუქება უყვარს.