მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი ფეხსაცმელი Volvorii Timeless ყოველდღიურ საზრუნავს - „რა ჩავიცვა?“ ნამდვილად შეგიმსუბუქებთ. სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით, საჭირო ღილაკზე ერთი თითის დაჭერა საკმარისია და თქვენი ფეხსაცმლის პრინტი მომენტალურად შეიცვლება. ამისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა ფეხსაცმლის ქვედა ნაწილშია მოთავსებული.
ფეხსაცმლის შექმნის იდეა ლიტვური სტარტაპია და ის შვიდი ადამიანისგან შემდგარ გუნდს ეკუთვნის. რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ის ტყავისა და რეზინისგან შეგდება, რომელიც დაფარულია პლატინის თხელი ფენით. მას ასევე ჩამონტაჟებული აქვს Bluetooth და ბატარეა. მისი დატენვისთვის საკმარისია სპეციალური USB საშუალება, რომელსაც დენის წყაროსთან დავაკავშირებთ და სულ რაღაც ორი საათის შემდეგ ბატარეა 100%-ით დაიტენება.
ფეხსაცმლის ღირებულება 249 დოლარია.