კატებსა და ძაღლებზე უამრავ ისტორიას ვისმენთ, თუმცა იშვიათად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უჭირთ საყვარელი შინაური ცხოველის დატოვება: იქნება ეს მთელი შაბათი კვირა თუ უბრალოდ გრძელი დღე, ძნელად წარმოიდგენ თუ რას აკეთებს შენი ოთხფეხა მეგობარი ამდროს.
თუმცა, ახალი ტექნოლოგიური გამოგონების მეშვეობით ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. Furbo Dog Camera სწრაფი და მარტივი საშუალებაა იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს შინაური ცხოველის მდგომარეობა შეამოწმო.
ტელეფონზე რამდენიმე კლიკის მეშვეობით დაძლევთ მონატრებასა და დაშორებით გამოწვეულ გაღიზიანებას. "ამან საშუალება მომცა ძაღლთან კავშირი მეგრძნო, როცა არ ვიყავი გვერდით, რათა მეთქვა, რომ "კარგი ბიჭია"-აცხადებს გაჯეტის ერთ-ერთი მფლობელი.
Furbo ესარის კამერა, რომელიც აპლიკაციის მეშვეობით გაჩვენებთ თუ რა ხდება სახლში. ორმხრივი მიკროფონის მეშცეობით შეძლებთ შინაური ცხოველის ხმების გაგებას, ის კი გაიგებს თქვენსას. ნებისმიერ დროს, როცა ძაღლი ყეფას დაიწყებს, ამას შეტყობინების საშუალებით მიიღებთ.
მოწყობილობა ჭკვიანი იმ სახლის შემადგენელი ნაწილია, სადაც შინაური ცხოველი ბინადრობს. მისი გამოყენება კატის შემთხვევაშიც შეიძლება, თუმცა კატები ნაკლებად გამოხატავენ სურვილს მოწყობილობასთან კონტაქტი დაამყარონ. ისინი ხშირ შემთხვევაში არ ხტებიან მასთან.
გაჯეტის შეძენა ამაზონზე 199 $-დაა შესაძლებელი.